
კულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ჩავიდა ჩინეთში
23/07/2024 10:48:53 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია პეკინში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
კულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის შეხვდება.
ვიზიტის მთავარი საკითხი ჩინეთის როლია მიმდინარე ომის მშვიდობიან დასრულებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება „რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინეთში ვიზიტი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა პეკინი მოსკოვის დახმარებისთვის, რომელიც, ზელენსკის თქმით, ცდილობდა გასულ თვეში შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტის საბოტაჟს.