Accentnews.ge
ქაცარავა: სასამართლომ დამაკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 2 წლით იარაღის ტარების უფლება შემიზღუდა

ქაცარავა: სასამართლომ დამაკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 2 წლით იარაღის ტარების უფლება შემიზღუდა

23/07/2024 14:00:01 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და მას 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

ქაცარავას "პოსტს" უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173 მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა. ჯარიმა 2000 ლარი და 2 წლით იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა. დასკვნა?სასამართლო წარმოადგენს ქოცნების ბრმა იარაღს და არ უნდა გვქონდეს ილუზია მის რამე სახით დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.26 იქტომბერს რუსული ოცნება უნდა გავუშვათ მის ორგანულ, მშობლიურ წიაღში, რუსეთში.სხვა შემთხვევაში, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, რომელსაც რუსეთს საჩუქრად უმზადებს ქოცმთავრობა. მოსამართლე - კობა ჩაგუნავა. მაინც, იყოს სამახსოვროდ".

ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დავით ქაცარავა 14 მაისს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც ქაცარავამ მოგვიანებით განაცხადა, სამართალდამცველები მას დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S