თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოდან კუს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს

21-01-2020 16:30:50 სამართალი

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოდან კუს დოტრაბანდის ფაქტი აღკვეთეს,– იუწყება თურქული მედია.

ამავე წყაროს ცნობით, კონტრაბანდის ფაქტი სარფის საბაჟოზე გამოვლინდა აზერბაიჯანის მოქალაქის მართვაში მყოფი ავტომობილის შემოწმების დროს. მესაზღვრეებმა შემოწმებისას 5000–ზე მეტი კუ აღმოაჩინეს.

მსგავსი ფაქტი საქართველო–თურქეთის საზღვარზე გასული წლის ნოემბერში დაფიქსირდა. მაშინ კუს კონტრაბანდული გზით გადატანას რუსეთის მოქალაქე ცდილობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები