Accentnews.ge
რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

23/07/2024 16:06:18 მსოფლიო

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლონდონის აგრესიულ ქმედებებზე“ პასუხად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სანქციების სიის გაფართოების შესახებ.

ოფიციალური მოსკოვის ცნობით, სასანქციო სიას დაემატნენ „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც აწვდიან პროდუქტებს ან მომსახურებას უწევენ უკრაინის ხელისუფლებას“, ასევე „ექსპერტები და პუბლიცისტები, რომლებიც ანტირუსული პოზიციებიდან საუბრობენ თავდაცვის საკითხებზე და სამხედრო თავდაცვის თემაზე მედიაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S