Accentnews.ge
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

23/07/2024 16:16:02 მსოფლიო

ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ჩიტლმა 13 ივლისს მომხდარ თავდასხმას უწოდა „საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარუმატებლობა ბოლო ათწლეულებში“.

დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია, პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ მას ყური დაუზიანა. შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემ, ერთ-ერთი დაიღუპა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S