
ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება
24/07/2024 06:10:25 მსოფლიო
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს პარასკევს, ფლორიდაში შეხვდება.
„მოუთმენლად ველი, ბიბი ნეთანიაჰუს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში მიღებას“, - წერს დონალდ ტრამპი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება და ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.