Accentnews.ge
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

24/07/2024 06:26:00 მსოფლიო

რუსებმა, 24 ივლისის ღამით ხარკოვი და მისი მიმდებარე ტერიტორიები S-300 რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი იტყობინება.

პირველი დარტყმა ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში არსებულ ინდუსტრიულ ზონაზე იყო, მეორე კი საცხოვრებელ ზონას შეეხო, რის შედეგადაც ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, მალოდანილივსკის თემზე დრონის თავდასხმის დროს ორი კაცი დაიჭრა.

თავდასხმის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S