Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

24/07/2024 06:28:23 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap იტყობინება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური რეაგირების ჯგუფებმა ტერიტორია შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ბუშტი საფრთხეს არ წარმოადგენს.

მაისის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე ათასობით ბუშტი გაუშვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S