
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა
24/07/2024 06:38:12 მსოფლიო
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ჯო ბაიდენი ოვალური კაბინეტიდან ამერიკელ ხალხს მიმართავს.
„ხვალ, საღამოს 20:00 საათზე, ქვეყანას ოვალური კაბინეტიდან მივმართავ იმის შესახებ, თუ რა გველის წინ და და როგორ დავასრულებ სამუშაოს ამერიკელი ხალხისთვის“, - წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.
გასულ კვირას ჯო ბაიდენს კორონაირუსი დაუდასტურდა და მას შემდეგ დელავერის შტატში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.