
აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს
24/07/2024 06:40:24 საზოგადოება, რეკლამა
აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
მისი ცნობით, 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 210 168 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
• პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 16 458 მოქალაქეს
• შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 187 359 მოქალაქის სატელეფონო ზარს;
• პასუხი გაეცა ონლაინ სივრცეში მიღებულ 6 351 შეკითხვას;
"აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, დაგვიკავშირდეს (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე", – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.