Accentnews.ge
მოსკოვში სამხედრო თანამგზავრული კავშირგაბმულობის ქვედანაყოფის გადამცემი რადიოცენტრის უფროსის მოადგილე საკუთარ მანქანაში ააფეთქეს

მოსკოვში სამხედრო თანამგზავრული კავშირგაბმულობის ქვედანაყოფის გადამცემი რადიოცენტრის უფროსის მოადგილე საკუთარ მანქანაში ააფეთქეს

24/07/2024 08:03:22 მსოფლიო

მოსკოვში სამხედრო თანამგზავრული კავშირგაბმულობის ქვედანაყოფის გადამცემი რადიოცენტრის უფროსის მოადგილე ანდრეი თორგაშოვი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს,– იტყობინება ტელეგრამ–არხი 112.

აფეთქება მოსკოვის ჩრდილოეთით, სინიავინსკაიას ქუჩაზე მოხდა. როგორც Astra წერს, Toyota Land Cruiser, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ეკუთვნის 33790 სამხედრო ნაწილის უფროსის მოადგილეს, 49 წლის ანდრეი თორგაშოვს. ღია მონაცემებით, სამხედრო ნაწილი 33790 არის რუსეთის შეიარაღებული ძალების 89-ე სატელიტური საკომუნიკაციო ცენტრი.

თორგაშოვმა ქვედა კიდურები დაკარგა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც 360.ru წერს, მის გვერდით მანქანაში მისი მეუღლე იმყოფებოდა. მედიის ცნობით, მას სახის არეში ჭრილობები აღენიშნება. დაზიანდა ასევე მიმდებარე ორი ავტომობილი.

როგორც სახელისუფლებო "რია ნოვოსტი" სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, აფეთქების ერთ-ერთი ვერსია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მკვლელობის მცდელობაა. 112 არხის ცნობით, თორგაშოვი მოქმედი სამხედროა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S