Accentnews.ge
პრემიერი: ვიმედოვნებ, ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან

პრემიერი: ვიმედოვნებ, ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან

24/07/2024 09:17:16 ციტატა

"რაც შეეხება იმას, გაიხსნება თუ არა ოქტომბერში მოლაპარაკებები, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება. ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვა, ნული პოლიტიკური და მედია პლურალიზმით, დემოკრატიის, კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებით, აქვს მოლაპარაკებები გახსნილი და ჩვენ არა, ეს არის სრული უსამართლობა. ერთადერთი ახსნა და მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები. როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამავე თემაზე: ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S