Accentnews.ge
Reuters/Ipsos-ის კვლევა: ჰარისის რეიტინგი ტრამპისას უსწრებს

Reuters/Ipsos-ის კვლევა: ჰარისის რეიტინგი ტრამპისას უსწრებს

24/07/2024 09:45:33 მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის ახალი საზოგადოებრი აზრის კვლევის მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ორი პროცენტით უსწრებს "რესპუბლიკელ" დონალდ ტრამპს.

კერძოდ, ჰარისს გამოკითხული ამერიკელების 44% უჭერს მხარს, ტრამპს - 42%.

Reuters/Ipsos-ის წინა კვლევაში, 15-16 ივლისს, ჰარისს და ტრამპს 44%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ, ხოლო თვის დასაწყისში რესპუბლიკელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ერთი პროცენტით უსწრებდა.

გარდა ამისა, კვლევაში რეგისტრირებულ ამერიკელ ამომრჩეველთა 56%-მა თქვა, რომ 59 წლის ჰარისს "ბასრი გონება და გამოწვევებთან გამკლავების უნარი აქვს." მხოლოდ 49%-მა თქვა ეს 78 წლის ტრამპის შესახებ, ხოლო მხოლოდ 22%-მა თქვა ეს 81 წლის ბაიდენზე.

გამოკითხვა 22-23 ივლისს, რესპუბლიკელების ეროვნული კონვენციის შემდეგ ჩატარდა, რომელზეც ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს საპრეზიდენტო კანდიდატად და მას შემდეგ, რაც ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ტოვებს რბოლას და მხარს უჭერს ჰარისის კანდიდატურას.

როგორც Reuters აღნიშნავს, ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს მნიშვნელოვან ტენდენციებს ამერიკის მოსახლეობაში, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ჩვეულებრივ წყდება რამდენიმე საკვანძო შტატში, რომლებიც მუდმივად მერყევი არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S