Accentnews.ge
ევროპარლამენტის 24 კომიტეტიდან და ქვეკომიტეტიდან არც ერთში არ აირჩიეს თავმჯდომარის ან მოადგილის პოზიციაზე ულტრამემარჯვენეები

ევროპარლამენტის 24 კომიტეტიდან და ქვეკომიტეტიდან არც ერთში არ აირჩიეს თავმჯდომარის ან მოადგილის პოზიციაზე ულტრამემარჯვენეები

24/07/2024 09:50:50 ევროპა

ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა 23 ივლისს, კენჭისყრის დროს ვერ მოიპოვეს კომიტეტების თავმჯდომარის პოზიციები. იტყობნება Euractiv.

ევროპარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარების არჩევა იყო ორგანოს დღის წესრიგის ბოლო პუნქტი, სანამ ის ერთთვიან შესვენებაში გავიდოდა.

ევროპარლამენტის 24 კომიტეტიდან და ქვეკომიტეტიდან არც ერთში არ აირჩიეს თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების - "პატრიოტები ევროპისთვის" და "სუვერენული ერების" წარმომადგენლები.

"ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა" (ECR) მიიღეს სამი თავმჯდომარის და ათი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბიუჯეტო და სოფლის მეურნეობის კომიტეტები.

კომიტეტის თავმჯდომარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტში, – ადგენენ კომიტეტის დღის წესრიგს, უძღვებიან შეხვედრებს და აწარმოებენ მოლაპარაკებებს საბჭოსთან და ევროკომისიასთან.

გასულ კვირას, ულტრამემარჯვენეებმა ასევე ვერ მოახერხეს თავიანთი წარმომადგენლების არჩევა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S