
მედია: როსტოვში, ნოვოჩერკასკში რუსეთის არმიის ახალი ბაზა აშენდა
24/07/2024 10:11:48 მსოფლიო
როსტოვის რაიონში, ნოვოჩერკასკში რუსეთის არმიის ახალი ბაზა აშენდა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
მისი ცნობით, გამოცემის უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ "სქემების" ჯგუფმა გამოაქვეყნა შსესაბამისი გამოძიების შედეგები.
"2023 წლის აგვისტოში დაწყებულ მშენებლობაზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა სატელიტური სურათების გამოყენებით. სამხედრო ბაზა განლაგებულია სასჯელაღსრულების კოლონიასა და ორ დაუმთავრებელ სკოლას შორის (ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ზუსტი კოორდინატები), ბაზა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-100 ლოგისტიკურ პოლკს ეკუთვნის.
ახალი ბაზა მდებარეობს რუსეთის არმიის ერთ-ერთი უდიდესი, “კადამოვსკის” სამხედრო პოლიგონიდან ათ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე. უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე იქ რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა და პერსონალი იყო კონცენტრირებული. იგივე ფუნქციას ასრულებდა ეს პოლიგონი 2014-2015 წლებში, როდესაც მოსკოვმა სამხედრო დახმარება გაუწია დონბასში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს", – იტყობინება "რადიო თავისუფლება".