Accentnews.ge
რუმინეთმა F-16-ები აუშვა ცაში რუსული დრონების გამო

რუმინეთმა F-16-ები აუშვა ცაში რუსული დრონების გამო

24/07/2024 10:30:56 მსოფლიო

24 ივლისის ღამეს ნატო–ს წევრმა რუმინეთმა ორი F-16 მოიერიშე თვითმფრინავი აუშვა ცაში დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დრონებით თავდასხმის გამო, რომლებიც რიგ ადგილებში რუმინეთის ტერიტორიიდან მხოლოდ მდინარის კალაპოტით არის გამოყოფილი. ამის შესახებ Digi24 იუწყება.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ობიექტებზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცის მონიტორინგის გაძლიერდა.

„დილის 2:19 საათზე რუმინეთის საჰაერო ძალების ორი F-16 აფრინდა ბორჩეს ავიაბაზიდან საჰაერო სივრცეში ვითარების მონიტორინგის მიზნით, მებრძოლები ბაზაზე დაბრუნდნენ დაახლოებით დილის 4:20 საათზე",– ნათქვამია შეტყობინებაში.

მათივე ცნობით, გაიგზავნება ჯგუფი სოფელ პლაურუს მიდამოში, დუნაის მოპირდაპირე მხარეს, იზმაილთან, ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტების მოსაძებნად, რომლებიც შესაძლოა, რუმინეთის ტერიტორიაზე დაცემულიყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა დუნაის რუმინულ ნაპირზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S