Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარების  4,2–მილიარდიანი ტრანში

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარების  4,2–მილიარდიანი ტრანში

24/07/2024 11:04:39 ევროპა

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარების ტრანში დაახლოებით 4,2 მილიარდი ევროს ოდენობით Ukraine Facility–ს ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდაჭერას.

გადაწყვეტილების დამტკიცების პროცედურის შემდეგი რგოლი ევროკავშირის საბჭოა.

17 ივლისს ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა ამ ტრანშის გადახდის შესაძლებლობას. ევროკომისიამ დაასკვნა, რომ კიევმა დააკმაყოფილა რეფორმის ცხრა ინდიკატორი.

შეგახსენებთ, რომ საუბარია უკრაინის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებულ სახსრებზე – 50 მილიარდ ევროზე. უკრაინამ პირველი ტრანშები უპირობოდ მიიღო, მომდევნო ტრანშების მიღების საფუძველი კი რიგ სფეროებში რეფორმის განხორციელებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S