
მოსკოვის მერიამ ევროპის მოედანს სახელი შეუცვალა
24/07/2024 11:45:21 მსოფლიო
მოსკოვის მერიამ ქალაქის ცენტრში არსებულ ევროპის მოედანს ევრაზიის მოედანით შეუცვალა სახელწოდება. ქალაქის მეთაურის სერგეი სობიანინის დადგენილება მოსკოვის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მიზეზები დოკუმენტში არ არის მითითებული.
მოედანი გაიხსნა 2002 წელს, სადაც განთავსებული იყო სვეტები ევროპული ქვეყნების დროშებით და ბელგიელი ოლივიე სტრებელის მიერ შექმნილი სკულპტურა, რომელიც მოსკოვს ბელგიის მთავრობამ გადასცა. არქიტექტურული გადაწყვეტა უნდა ყოფილიყო ევროპის ქვეყნების ერთიანობის სიმბოლო, წერდა მოსკოვის საქალაქო პრესა 2000-იანი წლების დასაწყისში.
მოედანი მდებარეობს კიევის რკინიგზის სადგურთან და ევროპულ სავაჭრო ცენტრთან – მათი სახელები ჯერ–ჯერობით არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, ევროპის ქვეყნების უმეტესობა რუსეთმა ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის ფონზე "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა.