ირაკლი ღარიბაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

21-01-2020 18:35:34 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ასევე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემატიკაზე გაკეთდა.

მათვე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტოივო კლაარმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები