Accentnews.ge
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

24/07/2024 11:52:53 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

გამოცემას ადვოკატი, სანდრო ბარამიძე ეუბნება, რომ ჯონასი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ის ამბობს, რომ საქმეში რაიმე ხელშესახები მტკიცებულება არ დევს.

სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ტედ ჯონასი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S