
შოლცი: კანცლერის თანამდებობაზე კენჭს კვლავ ვიყრი
24/07/2024 12:33:30 მსოფლიო
კანცლერის თანამდებობაზე კენჭს კვლავ ვიყრი, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას.
"ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის: გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.