უელსის მთავრობას ქალი პირველად უხელმძღვანელებს

24-07-2024 19:57:26 ევროპა

ლეიბორისტულმა პარტიამ უელსში ლიდერად ელუნედ მორგანი აირჩია, რომელიც სავარაუდოდ, მალე გახდება რეგიონული მთავრობის პირველი ქალი ხელმძღვანელი. წერს Politico.

მორგანი უელსის ლეიბორისტების ლიდერის პოზიციაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მოელიან, რომ მას მალე დაამტკიცებენ უელსის პირველ მინისტრად, რადგან მის პარტიას აქვს უმრავლესობა რეგიონალურ პარლამენტში – სენედში.

უელსში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად არჩევამდე ელუნედ მორგანი იყო ევროპარლამენტის წევრი 1994 წლიდან 2009 წლამდე და 2016 წლიდან მსახურობდა უელსის პარლამენტში. ბოლოს იკავებდა უელსის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას.

როგორც Politico აღნიშნავს, მორგანი გახდა მეხუთე ქალი უელსის ისტორიაში, რომელიც აირჩიეს მუდმივ პოლიტიკურ თანამდებობაზე და პირველი, რომელმაც შვილი გააჩინა თანამდებობაზე ყოფნისას. გარდა ამისა, 57 წლის მორგანს აქვს ბარონესას ტიტული.

ლეიბორისტების ახალმა ლიდერმა ჩაანაცვლა ვაუნ გეთინგი, რომელმაც გასულ კვირას დატოვა პარტიის ლიდერის და უელსის პირველი მინისტრის პოზიცია შიდა სკანდალების ფონზე. გადადგომის მიზეზი უელსის მთავრობის ოთხი მინისტრის გადაყენება გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები