ბრიტანეთმა და გერმანიამ თავდაცვის სფეროში ახალი დეკლარაცია გააფორმეს

24-07-2024 20:32:19 ევროპა

ბრიტანეთმა და გერმანიამ ოთხშაბათს ხელი მოაწერეს ერთობლივ თავდაცვის დეკლარაციას, რომლითაც პირობა დადეს, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ თავიანთი თავდაცვის ინდუსტრიის, ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდაჭერად.

ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მდივანმა ჯონ ჰილიმ დოკუმენტს ხელი მოაწერა ბერლინში, სადაც შეხვდა თავის გერმანელ კოლეგას ბორის პისტორიუსს. ჰილის ვიზიტი ორდღიანი მოგზაურობის ნაწილია, რომელიც მოიცავს შეხვედრებს საფრანგეთში, პოლონეთსა და ესტონეთში.

"ეს ვიზიტები მკაფიო სიგნალია, რომ ევროპის უსაფრთხოება იქნება ამ მთავრობის საგარეო პოლიტიკის და თავდაცვის პრიორიტეტი“, - ნათქვამია ჰეილის განცხადებაში,"ჩვენი ახალი დეკლარაცია დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის საფუძველს უყრის ახალ, ღრმა ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები