ერევანი ინდური იარაღის უმსხვილესი მყიდველი გახდა

24-07-2024 22:11:53 კავკასია

ერევანი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი მყიდველი გახდა. ამის შესახებ სააგენტო IADN იტყობინება. გამოცემის ცნობით, მიმდინარე ფისკალურ წელში ერევანმა ნიუ-დელისგან 600 მილიონი დოლარის იარაღი შეიძინა.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერევანში ყველაზე დიდი მოთხოვნაა "პინაკას" სარაკეტო გამშვებებსა და "აკაშის" საზენიტო სისტემებზე. თუმცა სომხეთი აქტიურად ყიდულობს ინდოეთში წარმოებულ სხვა იარაღსაც.

მედია ასევე წერდა, რომ სომხეთი ინდოეთისგან ATAGS-ის ტიპის 90 ჰაუბიცასაც მიიღებს.

ინდოეთმა და სომხეთმა თანახმშრომლობა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გააღრმავეს. ამასთან, ერევანმა ტექნიკა მიიღო პარიზიდან და თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს აშშ–სთან.

რაც შეეება ინდოეთს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ აქვს კარგი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, მაგრამ ასევე ვატარებთ პოლიტიკას ინდოეთის თავდაცვითი ტექნიკის ექსპორტის სტიმულირებისთვის“, - თქვა მან 26 აპრილს, როდესაც ჰკითხეს აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის ინდური იარაღის მიწოდების დაგმობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები