აზერბაიჯან–ირანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა

24-07-2024 22:22:25 კავკასია

ირანთან აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა,– იტყობინება APA აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, 24 ივლისს, 03:30 საათზე, ირანიდან აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის დარღვევის მცდელობისას მესაზღვრეებმა ორი პირი შენიშნეს.

მათივე ინფორმაციით, საზღვრის დამრღვევებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მესაზღვრეებს და საპირისპირო მიმართულებით მიიმალნენ.

შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ორი აზერბაიჯანელი მესაზღვრე მსუბუქად დაშავდა. ასევე დაჭრილია საზღვრის ერთ-ერთი დამრღვევი.

ტერიტორიის შემოწმებისას იპოვეს 11 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება, ღამის ხედვის მოწყობილობა, იარაღი და ვაზნები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები