Accentnews.ge
ისრაელის პრეზიდენტი პარიზში, თვითმფრინავში 40 წუთით დააყოვნეს უსაფრთხოების რისკების გამო

ისრაელის პრეზიდენტი პარიზში, თვითმფრინავში 40 წუთით დააყოვნეს უსაფრთხოების რისკების გამო

24/07/2024 20:31:52 მსოფლიო

პარიზის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ისრაელის დელეგაცია პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის ხელმძღვანელობით თვითმფრინავში 40 წუთით შეაყოვნა უსაფრთხოების პოტენციური რისკების გამო.ამის შესახებ The Times of Israel იტყობინება.

ისრაელის დელეგაცია ჰერცოგის ხელმძღვანელობით პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის წინ ჩავიდა.

ისრაელის პრეზიდენტის სპიკერმა დაადასტურა, რომ დელეგაციას დაფრენის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში თვითმფრინავის დატოვება ეკრძალებოდა უსაფრთხოების რისკის გამო.

”პრეზიდენტი და მისი დელეგაცია უკვე ჩამოვიდნენ თვითმფრინავიდან და განაგრძეს მოძრაობა როგორც დაგეგმილი იყო”, - დასძინა მან ინციდენტის დეტალების დაზუსტების გარეშე.

ისრაელის მედია წერს, რომ თვითმფრინავის დაშვებისას საეჭვო პირი შეამრჩნიეს ახლომდებარე შენობის სახურავზე.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელის დელეგაცია უზრუნველყოფილია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით გაზრდილი საფრთხის ფონზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S