Accentnews.ge
გერმანიაში, "ტესლას" ქარხანასთან 250–კილოგრამიანი ბომბი გაანეიტრალეს

გერმანიაში, "ტესლას" ქარხანასთან 250–კილოგრამიანი ბომბი გაანეიტრალეს

24/07/2024 21:00:19 მსოფლიო

ოთხშაბათს, 24 ივლისს გამნაღმველებმა წარმატებით გააუვნებელყვეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს Tesla-ს ავტომობილების მწარმოებლის ქარხანასთან, გერმანიის ქალაქ გრუნჰაიდეში. წერს Tagesschau.

ბომბი ქარხანასთან ახლოს 23 ივლისს აღმოაჩინეს. მის ირგვლივ ერთი კილომეტრის რადიუსში ტერიტორია შემოღობეს, მათ შორის ნარჩენების გადამუშავების ადგილი და ქარხნის ლოჯისტიკური ზონები. ასევე განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია, მათ შორის იყვნენ Tesla-ს მოწინააღმდეგე მომიტინგეები, რომლებმაც იქ რამდენიმე თვის წინ მოაწყვეს ბანაკი.

ბომბის განადგურების შემდეგ მოიხსნა შემზღუდავი ზომები, აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქარხნის მუშაობა.

როგორც Tagesschau აღნიშნავს, ეს არის მეორე 250–კილოგრამიანი ბომბი, რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს და ააფეთქეს Tesla-ს ქარხნის მახლობლად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გერმანიის ხელისუფლებამ კომპანიას საშუალება მისცა, გაეფართოებინა ევროპაში თავისი ერთადერთი საავტომობილო ქარხანა წარმოების სიმძლავრის გაზრდის მიზნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S