Accentnews.ge
"დოსიე": ევროპაში დივერსიული აქტების უკან გრუ-ს აგენტები დგანან

"დოსიე": ევროპაში დივერსიული აქტების უკან გრუ-ს აგენტები დგანან

25/07/2024 05:40:58 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური ქვედანაყოფი (გრუ) ევროპაში დივერსიულ აქტებს აწყობს, აგროვებს შემსრულებლებს Telegram-ისა და TikTok-ის საშუალებით და მათ კრიპტოვალუტით უხდის, – იუწყეება ცენტრი „დოსიე“.

„დოსიეს" გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ მათ ქვედანაყოფის დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვეს. „დოსიე“ გრუ-ს სტრუქტურას „ჯგუფების წამყვან აგენტებს“ უწოდებს. მისი ცნობით, აგენტებს სავარაუდოდ, პოლკოვნიკი დენის სმოლიანინოვი ხელმძღვანელობს.

"2024 წლის დამდეგს მათ Telegram-ის საშუალებით გადაიბირეს ლატვიის მკვიდრი, რომელმაც, ინსტრუქციების მიხედვით, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა რიგის ოკუპაციის მუზეუმს. იგივე გუნდი იდგა აქციის უკან 2023 წლის ბოლოს, როდესაც ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის ფონზე მოლდოვის რამდენიმე მოქალაქემ დავითის ვარსკვლავები დახატა პარიზსა და მის შემოგარენში მდებარე შენობებზე. ისინი TikTok-ის მეშვეობით დაიქირავეს. სმოლიანინოვის გუნდი აგენტებს იბირებს სამუშაოს მაძიებელთა ჩეტების საშუალებით, პრორუს აქტივისტებს შორის, კრიმინალთან დაკავშირებულ ადამიანებში ან რადიკალებში - როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენეთა შორის", – იტყობინება „დოსიე".

მისი წყაროები ირწმუნებიან, რომ გრუ-ს ასევე დივერსიებისთვის აჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და სერბეთიდან და პოტენციურ შემსრულებლებს შსს-ს ოპერატიული თანამშრომლების მეშვეობით აგროვებს. ამ აგენტებს ზოგჯერ ევროკავშირის პასპორტებიც აქვთ.

2024 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ათზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთის მიერ შეკვეთილი დივერსიის განხორციელების ან მომზადების ბრალდებით. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ბრალდებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S