
ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს
25/07/2024 07:01:26 სამართალი
თელავში, სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
არსებული ცნობებით, ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ დაპირისპირება თანასოფლელებს შორის სუფრაზე დაიწყო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 19-109 და სსკ-ს 236-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.