
პუტინი ასადს კრემლში შეხვდა
25/07/2024 07:46:12 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს კრემლში შეხვდა.
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე პუტინმა ასადს უთხრა, რომ აინტერესებს მისი აზრი რეგიონში სიტუაციის განვითარებაზე, რომელსაც გამწვავების ტენდენცია ახასიათებს და ეს პირდაპირ ეხება სირიასაც.
ასადის განცხადებით, ათწლეულებია სირია-რუსეთის ურთიერთობები ნდობით აღსავსეა, რაც ორი ქვეყნის ხალხთა "სიმწიფის" მაჩვენებელიცაა.
ასადის თქმით, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პუტინთან დღევანდელი შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პროცესების და შესაძლო პერსექტივებისა და სცენარების განსახილველად.
- ასადი მოსკოვში წინა ვიზიტით 2023 წლის მარტში იმყოფებოდა.
- ამერიკის შეერთებულ შტატებს სირია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული.
- ასადის რეჟიმს აღიარებული აქვს საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და ცხინვალის "დამოუკიდებლობა".