
"მთავარი არხი": ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
25/07/2024 07:55:26 საზოგადოება
"მთაარი არხის" ინფორმაციით, სოფელ სუფსაში მათ გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტ ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არხი მიუთითებს, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას რამდენიმე კაცი დაუპირისპირდა.
ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელებმა დააზიანეს "მთავარი არხის" კუთვნილი ტექნიკაც.
ამ დროისთვის ჟურნალისტი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.