ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, როცა ექიმების მხრიდან მზაობა იქნება, გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში

25-07-2024 12:08:10 ციტატა

"ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. პრინციპი არის მარტივი- მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვისა და დაკვირვების საგანია. როცა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც. მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა!“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები