Accentnews.ge
ამერიკულმა და კანადურმა გამანადგურებლებმა რუსულ და ჩინურ ბომბდამშენებს ალასკასთან გზა გადაუჭრეს

ამერიკულმა და კანადურმა გამანადგურებლებმა რუსულ და ჩინურ ბომბდამშენებს ალასკასთან გზა გადაუჭრეს

25/07/2024 09:02:34 მსოფლიო

24 ივლისს აშშ-ის საჰაერო ძალებმა ალასკის მახლობლად რუსულ და ჩინურ ბომბდამშენებს გზა გადაუჭრეს.

როგორც იტყობინებიან, ორი რუსული TU-95 და ორიც ჩინური H-6 ბომბდამშენი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

საჰაერო თავდაცვის ძალების წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავებს გზა ამერიკულმა F-16/F-35 და კანადურმა CF-18 ავიაგამანადგურებლებმა გადაუჭრეს და აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლის ნებართვა არ მისცეს. ბომბდამშენები საიდენტიფიკაციო ზონაში დარჩნენ.

ამერიკელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ეს ავიაციის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული და ჩინური ბომბდამშენები ალასკის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდნენ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა რუსულ–ჩინური საჰაერო პატრულირების განხორციელების შესახებ.

კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ჩაატარეს. მათივე ცნობით, ფრენის ხანგრძლივობა ხუთ საათზე მეტი იყო და თვითმფრინავებს "სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S