Accentnews.ge
რუხაია: ჩემპიონატზე მგონია თავი – ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი გადატრიალების მუხლით

რუხაია: ჩემპიონატზე მგონია თავი – ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი გადატრიალების მუხლით

25/07/2024 09:48:13 სამართალი, საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახური აგრძელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველების გამოკითხვას. დღეს, 25 ივლისს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ომის ვეტერანი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი და ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია.

„უაზრო კითხვები“ იყოო,– უთხრა მან ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ.

„როგორც ტელეკომპანია „იმედზე" განაცხადეს, თითქოს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი. გადატრიალების მუხლებზე... მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი. რაღაც უაზრო კითხვები იყო – რომელ წელს ვიყავი უკრაინაში და რატომ დამაჯილდოვეს..."გეგმავდით რამეს", "გაგიგიათ რამე თუ არაო"... არაფერი გამიგია. ჩემს ქვეყანაში არაფერს ვაპირებ და თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში – ჩემს მტერთან.

მკითხეს, "ვიღაცებს იცნობ თუ არაო"... ზოგიერთს ინტერნეტით ვიცნობ. ყოფილი მთავრობის წევრებზე... მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ გეტყვით",- თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხებოდა თუ არა შეკითხვა იუსტიციის ყოფილ მინისტრ მას ზურაბ ადეიშვილს, მან რუხაიამ დადებითი პასუხი გასცა: „დიახ, კითხვები იყო, "ვიცნობ თუ არა". ინტერნეტიდან ვიცნობ, პოლიტიკაში რომ იყო. პირადად არავის ვიცნობ და ცრუ ინფორმაციას ხომ არ ვეტყოდი?! კომუნიკაცია არასდროს მქონია. სულ ერთი და იგივე კითხვები იყო... სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია. მკითხეს, ვინც დაიბარეს გამოკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა. ერთ-ერთი – ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა. წლებია ვმეგობრობ. ასევე მკითხეს, მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა "ლეგიონის" ხელმძღვანელი".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაბარების პარალელურად, 24 ივლისს განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა". - წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწიმებს.

ბოლო რეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის არიან ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი, კონსტანტინე ჯღამაია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S