
ნიდერლანდები და დანია უკრაინას ტანკებს გადასცემენ
25/07/2024 10:25:09 მსოფლიო
ნიდერლანდები და დანია უკრაინას ტანკებს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, ზაფხულის ბოლომდე უკრაინაში ლეოპარდ 2A4-ის 14 ტანკს გაგზავნის.
ტანკები, რომელიც ნიდერლანდებმა დანიასთან ერთად გასულ წელს შეიძინა, გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა შეაკეთა.