
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ხუთი მძევლის ცხედარი იპოვეს
25/07/2024 10:33:42 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 5 მძევლის ცხედარი იპოვეს. ხუთივე დაღუპული ისრაელის მოქალაქეა. მათგან ერთი საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელია, ხოლო ოთხი – ჯარისკაცი: ორი რეზერვისტი და ორი წვევამდელი.
ცხედრები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სწორედ აქ დაიწყო ისრაელმა რეიდების ჩატარება რამდენიმე დღის წინ.
ხუთი დაღუპული ღაზაში დატყვევებულ 120 მძევალს შორისაა, რომელთა დაბრუნებასაც ისრაელი გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ცდილობს. მათი მესამედი უკვე დაღუპულად არის გამოცხადებული.