მდინარაძე – დასავლეთის დახმარებაზე: საქართველო დღეს უკვე იმ დონეზე დგას, რომ ეკონომიკურადაც შეუძლია, თავისი პროექტები თავადვე დააფინანსოს

25-07-2024 16:56:06 ციტატა

„დიდი მადლობა ყველა ევროპელს, თუკი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია. საქართველო დღეს უკვე იმ დონეზე დგას, რომ ეკონომიკურადაც შეუძლია, თავისი პროექტები თავადვე დააფინანსოს. ძალიან კარგია გარედან დახმარება, კარგია ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნის მხრიდან მხარში ამოდგომა, მაგრამ კრედიტს თუ მაძლევ, მე ამით დაგეხმარე – ნუ მამუნათებ და მამადლი", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები