Accentnews.ge
უკრაინაში ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭი დააკავეს

უკრაინაში ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭი დააკავეს

25/07/2024 14:23:04 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისი ცნობით, ინფორმაცია დამნაშავის დაკავების შესახებ, შს მინისტრმა იგორ კლიმენკომ მიაწოდა. ეჭვმიტანილი დნიპროში დააკავეს.

"დაკავების ოპერაცია ძალიან რთული იყო. ამ დღეების განმავლობაში უკრაინის ეროვნული პოლიციის, SBU-სა და სხვა სამსახურების ასობით სპეციალისტი მუშაობდა მკვლელობის გახსნაზე. მადლობა თითოეულ მათგანს",– აღნიშნა ზელენსკიმ.

დაკავებული 18 წლისაა. მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S