Accentnews.ge
მედია: ბოლო ერთ თვეში ცენტრალური აზიის ბანკების მხრიდან რუსული კომპანიებისათვის ფულად ანგარიშსწორებაზე უარის შემთხვევები 30%-მდე გაიზარდა

მედია: ბოლო ერთ თვეში ცენტრალური აზიის ბანკების მხრიდან რუსული კომპანიებისათვის ფულად ანგარიშსწორებაზე უარის შემთხვევები 30%-მდე გაიზარდა

25/07/2024 17:16:17 მსოფლიო

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცენტრალური აზიის ბანკების მხრიდან რუსული კომპანიებისათვის ფულად ანგარიშსწორებაზე უარის შემთხვევები 30%-მდე გაიზარდა, – იუწყება მულტიმედიური ჰოლდინგი „ერბეკა“ რამდენიმე ლოგისტიკური კომპანიის საიტებზე დაყრდნობით.

მსი ცნობით, პრობლემები შეეხო ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბანკებს. რუსული კომპანიებისგან ბანკებმა დაიწყეს უფრო მეტი მონაცემების მოთხოვნა.

"მეგობრული ქვეყნების" ბანკებთან ფულის გადახდასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა რუსული კომპანიებისთვის 2023 წელს იჩინა თავი, მაგრამ 2024 წელს ეს ტენდენცია მეორადი სანქციების მზარდი საფრთხის გამო კიდევ უფრო გაუარესდა. უარის თქმას ცენტრალური აზიის ბანკები ხსნიან იმით, რომ არ სურთ აღმოჩნდნენ „დარტყმის“, ანუ აშშ-ის მხრიდან სანქციების ქვეშ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S