
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 20 ჩამოვაგდეთ
26/07/2024 06:07:12 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 20 ჩამოაგდეს.
არსებული ცნობებით, დრონები ჩამოაგდეს ხერსონის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რაიონებში.
საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინას "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტით შეუტია.