Accentnews.ge
რუსეთში YouTube-ის მუშაობის 70%-ით შენელებას გეგმავენ

რუსეთში YouTube-ის მუშაობის 70%-ით შენელებას გეგმავენ

26/07/2024 06:14:38 მსოფლიო

რუსეთში YouTube-ის მუშაობის 70%-ით შენელებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავშირისა და IT-ის კომიტეტის თავმჯდომარემ,ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე სტაციონარულ კომპიუტერებზე YouTube-ის მუშაობა 40%-ით შეიძლება შენელდეს, ხოლო შემდეგი კვირის ბოლომდე - 70%-ით.

ხინშტეინის თქმით, აღნიშნული ზომა “მხოლოდ “დესკტოპის” ვერსიებს შეეხება, მობილურ კავშირს კი ჯერ არა. რუსული სახელმწიფო გამოცემა “კომერსანტის” ცნობით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ შენელების აღჭურვილობას მობილური ქსელების ტრაფიკის ანალიზი არ შეუძლია.

ხინშტეინის თქმით, YouTube-ის “დეგრადაცია” ნაბიჯია, რომელიც უცხოური რესურსის ადმინისტრაციის წინააღმდეგაა გადადგმული, და არა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

რეალურად კი რუსული კრიტიკული მედიები და ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ კრიტიკული აზრისთვის შექმნილი გარემოს გამო იძულებულნი გახდნენ, რუსეთი დაეტოვებინათ, სწორეც YouTube–ს საშუალებით მაუწყებლობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S