Accentnews.ge
NATO-მ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნას უპასუხისმგებლო და პოტენციურად სახიფათო მოქმედება უწოდა

NATO-მ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნას უპასუხისმგებლო და პოტენციურად სახიფათო მოქმედება უწოდა

26/07/2024 06:29:24 მსოფლიო

ნატომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას უპასუხისმგებლო და პოტენციურად სახიფათო მოქმედება უწოდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს ნატოს განცხადებაზე დაყრდნობით.

ამასთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მოკავშირეზე რუსეთის მიზანმიმართულ თავდასხმაზე. ნატოს წესდების მე-5 მუხლით, რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში მოკავშირეებს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება აქვთ.

25 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე შეტევის შემდეგ, მოსაზღვრე რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ პლაურუს მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე, ნაპოვნია „გერანის“ ტიპის დრონის ნამსხვრევები. ინციდენტის გამო, სიტუაციის მონიტორინგისთვის გაიგზავნა ფინეთის არმიის ორი გამანადგურებელი F-18, რომლებიც რუმინეთის საჰაერო სივრცის დასაცავად ნატოს მისიაში მონაწილეობენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს არ გამოხმაურებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S