ისრაელმა საფრანგეთი ოლიმპიური თამაშების დროს შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

26-07-2024 10:54:00 მსოფლიო

ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას წერილის საშუალებით აცნობა.

„ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას.

მანამდე პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოსთხოვა ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პალესტინის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

ცნობილი გახდა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელის დელეგაცია უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით.

ოლიმპიადა დღეს ოფიციალურად გაიხსნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები