Accentnews.ge
კულება: მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტისთვის

კულება: მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტისთვის

26/07/2024 07:04:32 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროს მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს „დროებით გადაწყვეტილებებს“, არამედ მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ „ძალიან მკაფიოდ და არაერთხელ“ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე უცვლელია.

„ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც პირველია ომის დაწყების შემდეგ:

"უკრაინელი ოფიციალური პირის ვიზიტი ამ დონეზე, პირველი შემთხვევაა მრავალი წლის განმავლობაში. და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე დადასტურებულ იქნა ის, რაც მითხრა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა - რომ ჩინეთი არ მიაწვდის რუსეთს იარაღს. ველოდები მინისტრის დეტალურ ანგარიშს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S