
ყირიმში რუსული რადიოლოკაციური სადგურის განადგურებისა და სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების შესახებ იუწყებიან
26/07/2024 08:15:22 მსოფლიო
26 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმზე მიიტანა იერიში.
მედია წერს, რომ უკრაინამ ATACMS–ის რაკეტის გამოყენებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის დისლოკაციის ადგილას, რუსული რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა საკის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა. იერიშის შედეგად დაიჭრა ორი რუსი სამხედრო.
რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმის მიმართულებით სულ 4 ATACMS ტიპის რაკეტა გამოიყენა.