Accentnews.ge
"კვალი არ აგვრევია, ქედით გადმოსვლა დათვის გამო გადავიფიქრეთ" – გოგიტა ფარჯიანის პირველი კომენტარი

"კვალი არ აგვრევია, ქედით გადმოსვლა დათვის გამო გადავიფიქრეთ" – გოგიტა ფარჯიანის პირველი კომენტარი

26/07/2024 09:06:45 საზოგადოება

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ.

გოგიტა ფარჯიანმა "მთავარ არხთან" თქვა, რომ ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე ფეხით აპირებდნენ ჩასვლას, თუმცა გზად დათვი შეხვდათ, რის გამოც მარშრუტი შეცვლას და ქედზე გადასვლის ნაცვლად სვლა ტყით გააგრძენეს.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ გზა არ არევიათ და რომ დასახლებულ პუნქტამდე თავად მიაღწიეს.

"ძალიან მარტივად – ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხდა დათვი...მაგის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე, 5... ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. ... კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყით... ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და "თქვენ გეძებენ სავარაუდოდო", - იხსენებს გოგიტა ფარჯიანი.

დაკარგულ 2 ახალგაზრდას მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S