21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

26-07-2024 13:12:04 სამართალი

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის საქმე დღეს კიდევ ერთხელ გადაისინჯა და მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა, – იუწყება "მთავარი არხი".

ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით მიმოწერები წარადგინა, რომელიც მკვლელობის დღეს და წინა პერიოდს ასახავს. ბრალდების მხარეს ასევე სურდა ოთარ ცინდელიანის დაკითხვა, მაგრამ ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

მომდევნო პროცესი 4 სექტემბერს ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, "მისეული ახსნებით", ასევე ექსპერტთან ისაუბრა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს უარი უთხრა ჩვენების მიცემაზე.

ცნობისთვის: ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები