Accentnews.ge
როგორ დააკავეს აშშ–ში უმსხვილესი მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი

როგორ დააკავეს აშშ–ში უმსხვილესი მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი

26/07/2024 09:32:52 მსოფლიო

ისმაელ ელ მაიო ზამბადა, მექსიკური ნარკოკარტელის "სინალოას" თანადამფუძნებელი და ლიდერი ელ-პასოში, ტეხასის შტატში დააკავეს. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და მსხვილი ნარკოკარტელი“.

76 წლის ზამბადამ კრიმინალური ორგანიზაცია კიდევ ერთ გავლენიან ნარკობარონთან, ხოაკინ გუზმან ლოპეზთან (ელ ჩაპო) ერთად დაარსა, რომელიც ამჟამად სამუდამო სასჯელს იხდის ამერიკულ ციხეში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ზამბადასთან ერთად დააკავეს ელ ჩაპოს შვილიც.

ორივე დააკავეს ტეხასის ერთ-ერთ კერძო აეროპორტში. აშშ-ის ხელისუფლება მათ, სხვა საკითხებთან ერთად, ადანაშაულებს სინთეზური ოპიოიდის, ფენტანილით ვაჭრობაში.

”ფენტანილი არის ყველაზე მომაკვდინებელი ნარკოსაფრთხე, რომელსაც ჩვენს ქვეყანას ოდესმე შექმნია და იუსტიციის დეპარტამენტი არ დაისვენებს, ვიდრე კარტელის ყველა ლიდერი, წევრი არ იქნება პასუხისგებაში მიცემული ჩვენი მოქალაქეების მოწამვლისთვის”, - თქვა გარლანდმა.

Wall street Journal მექსიკელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ზამბადა მექსიკაში თვითმფრინავში მოტყუებით აიყვანა სამართალდამცველმა, რომელიც ფედერალური ბიუროს დავალებით თვეების მანძილზე "სინალოას" კარტელში მუშაობდა. ზამბადას ეგონა, რომ მექსიკაში შიდა ფრენა იყო დაგეგმილი, თუმცა თვითმფრინავმა ის აშშ-ში ჩაიყვანა. კიდევ ერთი ვერსიით, ზამბადა კერძო თვითმფრინავში გუზმან ლოპეზ უმცროსმა აიყვანა და ამერიკაში ჩამოიყვანა, სადაც გუზმანი თავისით ჩაბარდა სამართალდამცველებს. Fox News-ის ტეხასის კორესპონდენტის, ბრაიან ლენასის თქმით, ლოპეზმა ეს გააკეთა, რადგანაც სჯერა, რომ მისი მამა, იგივე "ელ ჩაპო" სწორედ ზამბადას გამო დაიჭირეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S