პაპუაშვილი: „არანაირი „თუ“ “ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ჩვენი გამარჯვება

26-07-2024 13:40:49 ციტატა

„არანაირი „თუ“ “ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ [არჩევნებში] მოიპოვებს. მნიშვნელოვანია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ქართველმა ხალხმა დაანახოს ყველას, შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი დგას იმ პოლიტიკის უკან, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა, რასაც ჰქვია კეთილდღეობისა და ღირსების პოლიტიკა, რომ ქართველი ხალხი უარს ეუბნება უცხოელი აქტორების მიერ, ოპოზიციის მეშვეობით, ქართველებისთვის თავსმოხვეულ იდეებს. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ საკუთარ ინტერესებზე, ჩამოკიდებულები უნდა ვიყოთ იმაზე, რა ბრიფინგი ჩატარდება რომელიმე დედაქალაქში და რა ინსტრუქციას მიიღებს ესა თუ ის ოპოზიცია", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები