კობახიძე – ოპოზიციაზე:  30 %-მდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს

26-07-2024 13:49:09 ციტატა

"საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ამ 2 წლის განმავლობაში ჰქონდა, რის გამოც ჩვენ ოპოზიციამ და მათმა ძალებმა პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვაცხადეს, ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ პრორუსები გახდნენ და შესაბამისი განცხადებები გააკეთონ. ეს ყველაფერი მეტყველებს ორმაგ სტანდარტზე და მეორე, ისინი გათვლებს არასწორად აკეთებენ. მათ ჰგონიათ, რომ მარტივად შეიძლება ხალხი მოატყუო და მათ შეიძლება, დაავიწყდეთ ის, რაც გასული 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ხალხს არაფერი ავიწყდება. აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30 %-მდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები